თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. სომხეთის ნაკრებისა და ერევნის „პიუნიკის“ (FC Pyunik) ყოფილმა მეკარემ დავიდ იურჩენკომ ქართულ კლუბ „თელავთან“ კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
„პიუნიკიდან“ წასვლის შემდეგ იურჩენკო რუსეთის მედიალიგაში თამაშობდა. გარდა ამისა, მეკარემ სომხეთის ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ „თელავს" მანამდე სომხეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვარდან მინასიანი უძღვებოდა. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის მარტში გააფორმა, მაისში კი გაწყვიტა.