ფონიჭალაში მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა

ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ფონიჭალაში 22 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით საკუთარი ბიძაშვილი მოიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო ახლობლის ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა მომხდარზე ოთხი პირი დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“