მსოფლიო დღეს

სარკისებური პასუხი - პუტინი უკრაინისთვის კასეტური ბომბების მიწოდებას გამოეხმაურა

აშშ-ის მიერ კიევისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებებზე საუბრისას, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ „ამას აკეთებენ არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად განიცდიან საბრძოლო მასალის დეფიციტს“.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას სარკისებური რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.
„აქამდე ეს არ გაგვიკეთებია, არ გამოგვიყენებია, და ჩვენ ამის საჭიროებაც არ გვქონია, მიუხედავად იმისა რომ დროის გარკვეულ პერიოდში ჩვენც განვიცდიდით საბრძოლო მასალის უკმარისობას, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ კასეტურ იარაღს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო ზომები“, – თქვა პუტინმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ადრე დაგმეს ასეთი ჭურვების გამოყენება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ამის მიწოდება „არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად განიცდიან საბრძოლო მასალის დეფიციტს“.
„რაც შეეხება კასეტურ საბრძოლო მასალას, აშშ-ის ადმინისტრაციამ თავად მისცა ამ საბრძოლო მასალას შეფასება თავისი თანამშრომლების პირით რამდენიმე ხნის წინ, როდესაც კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას თავად აშშ-ის ადმინისტრაციამ დანაშაული უწოდა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ხუთშაბათს გაერთიანებული შტაბის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დუგლას სიმსმა პენტაგონის ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.