თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, მდინარე ლიახვში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო, იუწყება „მთავარი არხი“.
ტრაგედია გუშინ, 14 ივლისს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ იყო ჩასული.
ამ ზაფხულს მოზარდების მდინარეში დახრჩობის უკვე რამდენიმე ფაქტი მოხდა.