თბილისში ხანდაზმული მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ისნის მეტროსთან მოხდა.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში 84 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
მამაკაცი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.