თავდასხმა ჟურნალისტებზე - დაკავებულია ერთი პირი

Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული „ფორმულის" ოპერატორს თავს 6 ივლისს დაესხა, როცა იგი საგარეჯოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ბრალდებულმა ტელეკომპანიის ოპერატორს დაარტყა, გარდა ამისა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 154-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.