თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში უძრავ ქონებაზე ქირის ფასის ზრდის ტემპები ივნისში 0,7%-ით შემცირდა 2023 წლის მაისთან შედარებით, მაგრამ 2022 წლის ივნისთან შედარებით 43,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, ქირის ფასის ზრდის ტემპების შემცირება დედაქალაქში 2023 წლის აპრილიდან ფიქსირდება. აპრილში ქირის ფასი ერთ თვეში 1,6%-ით, მაისში კი 1,5%-ით შემცირდა.
მიმოხილვის თანახმად, უძრავი ქონებიდან შემოსავლებმა 2022 წელს 10,7% შეადგინა. ამით ქვეყანას Galt & Taggart-ის რეიტინგში პირველი პოზიცია უკავია. მან გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (9,1%), კატარი (8,4%), პუერტო რიკო (7,9%), ლიეტუვა (7,8%).