თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მარტვილის კანიონთან, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ტაეკვონდოს გუნდის წევრი იყო და სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.