ლავა და ფერფლი: ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო - ფოტო

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევა დაიწყო.
Sputnik
რამდენიმე დღის წინ ნახევარკუნძულის რამდენიმე წერტილში ნიადაგის ამობურცვა დააფიქსირეს. ბოლო კვირაში რეგიონში ათასამდე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთაგან ზოგის მაგნიტუდა 5,0-ს აჭარბებდა.
1 / 8

ვულკანმა ამოფრქვევა 10 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყო

2 / 8

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამოფრქვევა მცირე იქნება

3 / 8

ამ დროისათვის ატმოსფეროში ფერფლი არ შეინიშნება

4 / 8

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს, მოერიდონ ამ ადგილს, ვინაიდან იქ, შესაძლოა, ვულკანური გაზები გროვდებოდეს

5 / 8

პოლიციას ამოფრქვევის ადგილისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი აქვს

6 / 8

ფაგრადალსფიალი ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამედ იფრქვევა

7 / 8

მანამდე ის 2021 წლის სექტემბერში და 2022 წლის აგვისტოში ამოიფრქვა

8 / 8

ისლანდიისთვის ვულკანური აქტივობა ზოგადად დამახასიათებელია, ვინაიდან იქ რამდენიმე ვულკანური სისტემაა