თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასი 12 ივლისის დღის განმავლობაში იზრდება, ხოლო 1 მაისის შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა პირველად გადააჭარბა 80 დოლარს ერთ ბარელზე, ამაზე მეტყველებს ვაჭრობის მონაცემები.
თბილისის დროით 16:39 საათის მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობზე სექტემბრის ფიუჩერსები 0,68%-ით გაძვირდა და ერთ ბარელზე 79,94 დოლარს მიაღწია. რამდენიმე წუთის წინ კი ფასმა 1 მაისის შემდეგ პირველად გადააჭარბა 80 დოლარს და 80,03 დოლარი გახდა.
WTI-ს აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,87%-ით გაიზარდა და 75,48 დოლარი შეადგინა.