თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. პოლონეთში, პირზოვიცეს აეროპორტში ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთში ჩაფრინდა.
მომხდარ ფაქტზე სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.