რამდენი გაზი შემოიტანა აზერბაიჯანმა საქართველოში - ბოლო მონაცემები

აზერბაიჯანის 12 მილიარდი კუბომეტრი გაზის ექსპორტიდან საქართველომ 1,3 მილიარდი კუბომეტრი მიიღო.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვზე დაყრდნობით.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 7,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საქართველოს გარდა, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი ხორციელდება ევროპაში (5,7 მილიარდი კუბური მეტრი), თურქეთში – 5 მილიარდი კუბური მეტრი და სხვა ქვეყნებში.
მთლიანობაში, 2023 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 24,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც 3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წლის ექვს თვეში გაზის კონდენსატის წარმოებამ აზერბაიჯანში 15,2 მლნ ტონა შეადგინა, ექსპორტმა – 12,7 მლნ ტონა.