საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები 2023“ გაიმართება

ღონისძიება მოიცავს კონცერტებს, კულტურულ მასტერ-კლასებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა გასართობებს.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 15–22 ივლისს „მთის დღეები“ გაიმართება მრავალი გასართობი ღონისძიებით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ღონისძიებები გაიმართება თუშეთში, რაჭაში, იმერეთში, ხევში, სვანეთსა და გურიაში. თითოეულ კუთხეში დაანონსებულია ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს გასტრონომიულ, კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო კომპონენტებს.
პროგრამა:
15 ივლისი
თუშეთი, ომალო
14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
15:00 – თუშური დოღი
15:00 – ხალხური რეწვის მასტერ-კლასი
16:30 – გასართობი თამაშები
16:00 – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
16:30 – თუშური თანამედროვე კერძების დეგუსტაცია – შეფ-მზარეული ია ძაგანია
16:30 – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია
16:30 – შოუ „მასტერ-შეფის“ გამარჯვებული ნინო ვარშანიძის კერძების დეგუსტაცია
16:30 – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
17:00 – ანსამბლი „გორდელა“
18:00 – „ოჩოს ქოხი“
20:00 – სიმღერა კოცონთან, ანსამბლი „რანინა“
რაჭა, შოვი
09:00–14:00 – შეჯიბრება ოფროუდში
14:00–20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–20:00 – გასართობი შოუ – ანიმატორები, გართობა ბავშვებისთვის
14:00–19:00 – ცხენებით სეირნობა
14:00–17:00 – DJ LEVI LOVE DISCO
15:00 – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ ლევან კობიაშვილისგან
15:30 – მასტერ-კლასი შეფ-მზარეულ დიმიტრი შარაშიძისგან
14:00–20:00 – ადგილობრივი მზარეულების მასტერ-კლასი
14:00–22:00 – ბარი „ფოსტა“
16:00 – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
16:30 – ოფროუდის გამარჯვებულების დაჯილდოება
17:00 – ნოდარიკო ხუციშვილისა და ბენდის კონცერტი
18:00 – მარიამ გალოგრეს, ნინი ასილიანის, ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტი
19:00 – ჯემ-სეიშენი სანდრო ნიკოლაძე
20:00 – ზღაპრები კოცონთან: ნიკა წულუკიძე
20:30 – სიმღერა კოცონთან: გელა დონაძე და კვარტეტი
იმერეთი, გორდი
14:00 – DJ მეტრეველი
14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 – ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები – დეგუსტაცია – ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით
14:00 – გასართობი თამაშები – ველოტური, ზიპლაინი, მასტერ-კლასები, კონკურსები
14:30 – შეფ-მზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია
14:30 – შეფ-მზარეულ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
16:30 – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია
17:30 – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
17:30 – ანსამბლი „ჩვენებურები“
20:30 – სიმღერა კოცონთან „თბილისური კვარტეტი“
22 ივლისი
ხევი, ყაზბეგი, ელიას ტყე
14:00–18:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–18:00 – გასართობი სპორტული ღონისძიებები
15:00–15:45 – ადგილობრივი ლუდის ხარშვისა და ხინკლის მომზადების მასტერ-კლასი
15:45–16:45 – შეფ-მზარეულ ია ძაგანიას კერძების დეგუსტაცია
16:45–17:45 – შეფ-მზარეულ დიმა მენაბდის კერძების დეგუსტაცია
17:45–18:00 – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
18:00–19:00 – ზუკა ხუციშვილი და ბენდი
20:00–21:00 – სიმღერა კოცონთან „ჰერიო“
სვანეთი, მესტია, უღვირის ტბა
გურია, ბახმაროს პარკი
14:00–20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00–17:00 – ფლორისტების მასტერ-კლასი
14:00–14:30 – ტრიო „აპრილია“
15:30–16:00 – ტრადიციული დოღი
16:00–20:00 – ახალგაზრდული სპორტული თამაშები
16:30–17:30 – ცნობილი მზარეულების ესმა კუნჭულიასა და ავთო ცეცხლაძის კერძების დეგუსტაცია და მასტერ-კლასი
19:00–19:30 – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
19:30–20:30 – ანსამბლი „ბანი“
20:30–21:30 – ჯგუფი „რეგიონი“
21:30–22:00 – სიმღერა კოცონთან.