როდის გამოიდარებს საქართველოში

Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 11 ივლისის დღის ბოლომდე ნალექს ვარაუდობენ, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება მომდევნო სამ დღეს, 12 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრია ნავარაუდევი. თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება 13 და 14 ივლისსაც – ჰაერის ტემპერატურა პლუს 32-33 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, 12 ივლისიდან მზიანი და თბილი ამინდებია მოსალოდნელი მთასა და მაღალ მთაშიც. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26-31 გრადუსი იქნება.
მზიანი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.