თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, იუწყება „პირველი არხი".
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ტექნიკა, ავეჯი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები.
უამინდობა იმერეთში
© City Hall Of Khoni Municipality
მოსახლეობის თქმით, ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ხონშიც, სადაც კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. ქალაქში მთელი ღამის მანძილზე მუნიციპალური სამსახურები სპეციალურ რეჟიმში მუშაობდნენ.
უამინდობა იმერეთში
© Courtesy of City Hall Of Khoni Municipality
დილიდან ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება, რომელსაც ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს.