თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 80 წლის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ცოტა ხნის წინ მოხდა. 70 წლამდე ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
გამოძიება 11 პრიმა–109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.