მოსაზრება: კიევმა ნატო ჩიხში შეიყვანა

Sputnik
ელენა კარაევა
ხანგრძლივი ოპერაცია დევიზით „როგორ მივიღოთ უკრაინა ნატოში“ სულ უფრო და უფრო მოგვაგონებს მოსაწყენ საცირკო წარმოდგენას საკუთარი რეპრიზებისგან დაღლილი ჯამბაზებით, მიაჩნია რია ნოვოსტის მიმომხილველს.
კერძოდ, ის წერს:
შემსრულებლების სახელები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მიზანი, პრინციპში, მიუღწეველია. რა თქმა უნდა, სამურაებად თავის წარმოჩენა შესაძლებელია, რომლებისთვისაც გზა ყველაფერია, შედეგი კი — არაფერი, მაგრამ ყველაზე გამჭრიახები უკვე იწყებენ იმის გაგებას, რომ სპეცოპერაციითა თუ მის გარეშე მაინც არაფერი გამოდის.
არ შველის არც მიმართვები, არც კაპრიზები და არც მუქარა. ყველაზე ექსტრავაგანტული წინადადება ბუნდესტაგში წამოაყენეს: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის „ნაწილ-ნაწილ“ მიღება – მზადყოფნის მიხედვით. დაახლოებით ისე, როგორც ხორცის დიდ ნაჭერს წვავენ შამფურზე — ჭრიან იმ ნაწილებს, რომლებიც საკმარისად არის შემწვარი.
ეს ორგანიზაციისთვის დიდი ფიასკო და, როგორც ჩანს, ათობით მილიარდის საღირალია. ასევე არსებობს მცირე ფიასკო და ამიტომ არც ისე ძვირი ფინანსური გაგებით: შვედეთი ასევე არ შეუერთდება ნატოს ვილნიუსის სამიტზე.
ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების შეხვედრაზე საუბარი უხერხულობით დაიწყება — ორმაგი ფიასკოთი. ეს, რა თქმა უნდა, შექმნის შესაბამის ტონს დისკუსიისთვის.
მთელი იმ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, რაც ნატო არსებობს, მისი მიზანი არ შეცვლილა: დიდი რუსეთის განადგურება. როდესაც ქვეყანას სსრკ ერქვა და როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იგი რუსეთის ფედერაცია გახდა. სიტყვების, გარანტიების, სემანტიკის მიუხედავად, რომლებიც ნატოს დოქტრინასა თუ დოქტრინებში შედიოდა, ნატოს ყოველთვის სურდა ერთი რამ: არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყანა არ უნდა ვარსებობდეთ.
ამასთან, 1991 წლის შემდეგ რუსეთის ფიზიკურად განადგურება აბსოლუტურად არ იყო საჭირო. საკმარისი იყო (იმ მომენტში) მისი სრული პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის ქვეშ მოქცევა.
რუსეთი-ნატოს საბჭო სპეციალურად ჩვენი მუდმივი თვალთვალისთვის შეიქმნა. ჩვენი არმიის ბიუჯეტის (და უბრალოდ ბიუჯეტის) მონიტორინგისთვის და ჩვენი სამხედრო ბაზების ინსპექტირებისთვის.
ჩვენ იმდენად გულუბრყვილოები ვიყავით, რომ მთელი სერიოზულობით გვჯეროდა, რომ ისინი არა მხოლოდ მზად იყვნენ, არამედ სურდათ ჩვენი მიღება „ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების“ გაერთიანებაში.
ილუზიების გაფანტვა დაიწყო 1999 წელს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ 2000-იანი წლების დასაწყისში განაცხადა, რომ არანაირ თამაშს არ ითამაშებდნენ თაღლითებთან. და მშენებლობა დაიწყო — სამხედრო მშენებლობა. საკუთარი ფულით და სხვისი განწყობისა და შენიშვნების გათვალისწინების გარეშე.
რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონათ ბრიუსელისა და მათ ვაშინგტონელ განმკარგულებლებს.
ამ „გალაქულ ცივილიზებულ სამყაროს“ არ შეეძლო ეღიარებინა, რომ შეცდომა დაუშვა შეფასებებში და რომ რუსეთმა პოლიტიკურად დამოუკიდებლად მოიპოვა ზესახელმწიფოს სტატუსი (დროა ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური სახელი ვუწოდოთ), ამიტომ საქართველოში წარუმატებლობიდან ექვსი წლის შემდეგ უკრაინის რუკიდან შემოგვიარეს. ფიქრობდნენ, რომ აქ აღარ შეცდებოდნენ და რუსეთს თითზე დაიხვევდნენ.
და ისევ მარცხი. ისევ ჩავარდნა. რუსეთს, მისი ლიდერის გვიანდელი გამოთქმის მიხედვით, ჯერ არც კი დაეწყო.
და როდესაც რუსეთმა დაიწყო, როდესაც მხრები გამართა, აი მაშინ ნატომ წამოყვირებაც ვერ მოასწრო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ისევ ქალამნები, დათვები, არაყი და ბალალაიკა ვიყავით, ჩვენ კი „ცირკონები“ და „კინჟალები“, ჰიპერბგერა, აბსულუტურად სუვერენული ეკონომიკა აღმოვჩნდით, ვინაიდან 11 სასაათე სარტყელზე შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს და კიდევ გეოლოგია გვაქვს, რომელიც ყველაფრის გაკეთების საშუალებას იძლევა ნებისმიერი რაოდენობით. გინდათ ტანკებისა და გინდათ — ბრილიანტებისა, თვითმფრინავებისა თუ ქალის წინდებისა.
სანამ ნატო „იარაღის წარმოების დაუყონებლივ დაწყებაზე" ყვირის, რუსული პროფილური ინდუსტრია მუშაობს — რამდენიც საჭიროა, და სპეცოპერაციის გეგმის მიხედვით.
პრინციპში, ზუსტად იგივე შეეძლო უკრაინასაც. თავისი რესურსებით, თავისი ინდუსტრიით, ენერგეტიკით, რომელიც ნებისმიერი ინდუსტრიის ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებდა ნებისმიერი რაოდენობით.
მაგრამ უპირატესობა მიენიჭა არა საკუთარ განვითარებას და რუსეთთან კეთილმეზობლობას — აბსოლუტურად კონკრეტულ მიზნებს, არამედ რაღაც ოცნებას, მირაჟს. ოცნებაზე ზედსართავ „ევროპულის“ მიბმით გაკეთებულმა არჩევანმა განაპირობა ის, რომ მირაჟი გაიფანტა, ხოლო ოცნება აორთქლდა. ევროპის წევრობა — ოცი წლის შემდეგ (საუკეთესო შემთხვევაში), ნატოს წევრობა კი — არავინ იცის როდის.
უკრაინა-ნატოს საბჭო დღეს საწარმოო შეხვედრაზე განხილვას ჰგავს რუბრიკით „სხვადასხვა". მთლიანობაში წინააღმდეგი არავინაა, მომხრეც კი არიან, მაგრამ ზუსტად როდის და როგორ — არავინ ამბობს. არავის სურს აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ახალ დამარცხებაზე.
ნატო, დანაშაულზე უარესი შეცდომის დაშვებით (და არა პირველად), ხვალ დაწყებულ სამიტზე ისევ იტყვის ყველაფერს, რასაც ფიქრობს რუსეთზე და უკრაინას შეძლებისდაგვარად მოეფერება. რაც შეეხება შვედეთს, ის მისადგმელ სკამზე დაჯდება.
ეს შაპიტო წარმატებაზე იყვირებს მანამ, სანამ ხმის იოგებს არ ჩაიხლეჩს და მოხუცი ჯამბაზები არ გაიფანტებიან. თანაც, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს შაპიტოს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც წაგება არ იცის. ამ საცირკო წარმოდგენის საყურებლად პოპკორნის მომარაგება არ გვჭირდება: სიმინდი, ისევე, როგორც ყველაფერი სხვა, ჭარბად გვაქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე