დუშეთში დაჭრილი შველი გადაარჩინეს

შველი დროებით თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მას ბუნებაში დააბრუნებენ.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში დაჭრილი შველი გადაარჩინეს, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ინსპექტორებმა დაშავებული შველის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რომელიც ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს იყო. ცხოველს ზურგზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი დროებით თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
გამოჯანმრთელების შემდეგ შველს ისევ ბუნებაში გაუშვებენ.