ახალციხეში მომხდარ ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მოხდა. დაშავებული კლინიკა „იმედში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. ამ ეტაპზე ვაკვირდებით", – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.