ქუთაისის აეროპორტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა: გადადებულია ფრენები

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. ქუთაისის აეროპორტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სტიქიის შედეგად დაიტბორა აეროპორტი და დაზიანდა ჭერის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცუდი ამინდის გამო გადაიდო ფრენები.
წყარო - ტელეკომპანია „რუსავი2“