ამაზონკის ცეკვა, არტისტები ყვავილებში და შტორმი ამსტერდამში - კვირის საუკეთესო ფოტოები

„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ გასულ კვირაში მსოფლიოში მომხდარი მოვლენების ამსახველ საუკეთესო ფოტოებს, რომლებიც წამყვანი უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს.
Sputnik
1 / 15

პროტესტანტმა ავტოსტრადა გადაკეტა დემონსტრაციაზე, სადაც აპროტესტებდნენ პრემიერ-მინისტრ ბენიამი ნეთანიაჰუს გეგმას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, თელ-ავივი

2 / 15

ქარიშხლის შედეგად ავტომობილზე დაცემული ხე ამსტერდამში

3 / 15

მოდელი დიზაინერ ჯორჯ ჰობეიკის ჩვენებაზე, პარიზი

4 / 15

მუსიკოსი და ქალაქის მკვიდრები აღნიშNავენ სან-ფერმინის ფესტივალის გახსნას, ესპანეთი

5 / 15

მომიტინგეები იემენში ყურანის დაწვას აპროტესტებენ

6 / 15

მაყურებლები ველორბოლის მონაწილეებს ესალმებიან „ტურ დე ფრანსზე“

7 / 15

ესპანელი მხატვარი ევა ფაბრეგასი და მის მიერ შექმნილი ინსტალაცია, ბერლინი

8 / 15

ადამიანები ეტლით გადაადგილდებიან დატბორილ ქუჩაზე, პაკისტანი

9 / 15

კულტურული ასოციაცია კაპრიჩოზოს მოცეკვავე ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალზე კუნძულ პარინტინსზე, რომელიც მდინარე ამაზონზე მდებარეობს

10 / 15

იტალიური დასის Flower Sway Poles მსახიობები ქუჩის თეატრების საერთაშორისო ფესივალზე B-FIT in the Street ბუქარესტში

11 / 15

მასობრივი ვარჯიში სპორტულ კომპლექს „ლუჟნიკებზე“ მოსკოვური სპორტის 100 წლის იუბილეზე

12 / 15

მანიფესტაცია ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ესპანეთში

13 / 15

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ხელს ართმევს ბავშვებს ედინბურგში ვიზიტის დროს

14 / 15

ამერიკელი მომღერალი Megan Thee Stallion ფესტივალზე Essence ახალ ორლეანში

15 / 15

მდინარე ამშანის სანაპირო ერაყში, რომელიც სავსეა მკვდარი თევზებით