მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ეს არის პირველი არჩევნები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რის საფუძველზეც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდა.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. უზბეკეთში კვირას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ეს არის პირველი არჩევნები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რის საფუძველზეც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდა. საკონსტიტუციო კანონმდებლობით, ამ პოსტზე ხელახალი კენჭისყრა შეუძლია სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს, 65 წლის შავკათ მირზიიოევსაც, რომელიც უკვე მეორედ არის თანამდებობაზე. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის სულ 4 ადამიანი იბრძვის.
ცესკოს მონაცემებით, 10 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას 20 მილიონამდე ადამიანი შეძლებს. 28 ივნისიდან 5 ივლისამდე 600 ათასამდე მოქალაქემ ხმა წინასწარ მისცა.
უზბეკეთი ევროპასა და აშშ-ში ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას საქართველოს გავლით აპირებს >>
მოქალაქეებს ხმის მიცემა საზღვარგარეთაც შეუძლიათ – 39 ქვეყანაში 56 სტაციონარული საარჩევნო უბანი გაიხსნა.
არჩევნებს დააკვირდება 50 ათასამდე ადგილობრივი დამკვირვებელი და 800-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის დსთ-ის, ეუთოს, SCO-ს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ორგანიზაციიდან.