თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით მიგრანტების (თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეების) უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა და 19-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.