თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-მაისში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 9.068 ადამიანი, აქედან 668 პირობით სასჯელს იხდიდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში (3.181), აჭარაში (1.274), იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.037).
ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან:
49-ს ბრალი წარედგინა მკვლელობაში,
1108-ს – ოჯახურ ძალადობაში,
91-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებაში,
35-ს – გაუპატიურებაში,
35-ს – სქესობრივ აქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან,
1236-ს – მუქარაში,
1.273-ს – ქურდობაში,
1387-ს – ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში,
103-ს – სამსახურებრივ დანაშაულებში.
სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად მაისში აღიარეს 7.899 ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა 25–45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 633 არასრულწლოვანი და 714 პენსიონერი.
დაზარალებულების საერთო რიცხვიდან 8,7% უცხოეთის მოქალაქეა.