იგოეთთან მაგისტრალზე ტრაილერი იწვის

მომხდარის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ იგოეთთან ტრაილერი იწვის.
მასმედიაში გავრცლებული ინფორმაციით, ცეცხლი ამონიუმის გვარჯილით დატვირთულ ტრაილერს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის გამო ამ დრომდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.