„გირჩმა“ პარლამენტთან ჯარში სავალდებულო გაწვევის მოწინააღმდეგეები შეკრიბა - ვიდეო

თბილისის ცენტრში პარტია „გირჩმა“ და მისმა მხარდამჭერებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური გააპროტესტეს
Sputnik
პარლამენტთან გაიმართა აქცია „სავალდებულო სამხედრო სამსახური მონობაა, მონობა ამორალურია“. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და ახალი თავდაცვის კოდექსის მიღებაზე უარის თქმას.