მამის მკვლელობა კახეთში: ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

წარსულშიც ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა კაცმა ჩხუბის დროს დანით მამა სასიკვდილოდ დაჭრა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. კახეთის რეგიონში მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, წარსულშიც ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა პირმა 4 ივლისს სოფელ ანაგაში ჩხუბის დროს დანით დაჭრა მამა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. ხუთშაბათს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა