Georgian Airways-მა მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტული რეისების განხორციელება დაიწყო

ტრანსფერის დრო თბილისში - დაახლოებით ერთი საათი
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. 5 ივლისიდან ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა დაიწყო ფრენები მოსკოვიდან ნიცაში, ტრანზიტით თბილისის გავლით, იუწყება „რია ნოვოსტი“ გადამზიდავზე დაყრდნობით.
„ევროპის ქალაქების სიას დაემატა ნიცა. რეისების შესახებ ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
თბილისის გავლით ტრანზიტული რეისები მოსკოვიდან ნიცაში ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ტრანსფერის დრო თბილისში დაახლოებით ერთი საათია.
Georgian Airways ასევე ახორციელებს სატრანზიტო ფრენებს თბილისის გავლით ვენის, ლარნაკის, პარიზის, ბერლინის, თესალონიკის, თელ-ავივის, მილანისა და ამსტერდამის მიმართულებით.
Georgian Airways ერთ-ერთია იმ ორი ავიაკომპანიიდან, რომელმაც განაახლა ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ 2023 წლის მაისში პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა. აკრძალვა 2019 წლიდან მოქმედებდა.