ბებია-აბიტურიენტი: თუ მიზანს დაისახავ, ასაკი არაფერს ნიშნავს

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს 45 წლის ქალი, 7 შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია აბა­რებს. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას შეფასებისა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ცნობით, მეგი თათეშვილმა პირველად 1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მაშინ ოჯახური პირობების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მეგის თქმით, მრავალი წინაღობის მიუხედავად, სტერეოტიპების მსხვრევა გადაწყვიტა და ამ გზით ყველასთვის იმის ჩვენება, რომ „თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს“.

„მეუღლე სამი წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი. იმედია, ყველაფერი გამომივა”, – განაცხადა მან.

მეგი თათეშვილი ამჟამად საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელის თანაშემწედ და მომავალშიც განათლების სფეროში გეგმავს განვითარებას.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.