Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელი
მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა.
მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა.

მღვდელი მიქაელი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.
1888-1904 წლებში წმიდანი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება. 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა (1894 წლის 9 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ იკურთხა). ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მღვდელი მიქაელ ყულოშვილი სოფელი მუსლიმანებით გახლდათ გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ.
მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიქაელი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა ფეხი ფარდაგს როგორც კი დააბიჯა ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს: ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. ჯალათებმა მამა მიქაელს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს.
მღვდელმოწამე ევსევი, სამოსატელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ევსევი, სამოსატელი ეპისკოპოსი ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. როცა არიანელთა მფარველმა იმპერატორმა კონსტანციმ (337-361) შეიტყო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების დადგენილება ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის არჩევის შესახებ, უბრძანა წმიდანს, მისთვის გამოეგზავნა იგი. ნეტარმა მამამ უარი განაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ დესპანს ორივე ხელი გაუწოდა და უთხრა: „მომკვეთეთ, მაგრამ კრების დადგენილებას, რომელშიც არიანელთა ღვარძლი და უსჯულოებაა მხილებული, არ მოგცემთ!“ მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია.
380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. სულთმობრძავმა ევსევიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს.
მოწამენი: ზენონი და ზინა
წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიაში (არაბეთი) ცხოვრობდნენ. წმიდა ზენონი მდიდარი იყო, ქრისტეს სიყვარულისთვისა და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).
მოწამენი გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი
ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.