თბილისში მეხუთე დღეა 27 წლის მამაკაცს ეძებენ

ახალგაზრდა კაცი ბოლოს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ნახეს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. თბილისში მეხუთე დღეა 27 წლის გურამ კინწურაშვილს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ კინწურაშვილი სახლიდან პარასკევის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები არიან ჩართული.