თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2023 წელს კონკურსისთვის გამოიყო 250 ათასი ლარი. სამინისტროს მიმართა 25-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 17 პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 66 სცენაზე 71 წარმოდგენა გაიმართება.
გამარჯვებულთა შორის არიან:
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლი „შეყრა" (რეჟ. დ. დოიაშვილი) - ოზურგეთი
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე) - შიდა ქართლი (არბო, დვანი, ნიქოზი, მეღვრეკისი, კოდა, წეროვანი, გორი)
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლი „ირმის შვილი“ (რეჟ. ირმა თავართქილაძე) - სვანეთი (ჭუბერი, ბეჩო, მესტია)
თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი - სპექტაკლი „Hellados“ - კახეთი (ქვემო მაჩხაანი, ანაგა, ხაშმი, მელაანი, კარდენახი, ხორნაბუჯი, ქისტაური, გურჯაანი)
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი - სპექტაკლები: „ვანო და ნიკო“ (რეჟ. რობერტ სტურუა), „ძუნწი“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე) და „ჰედა გაბლერი“ (რეჟ. თათა პოპიაშვილი) - გორი, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი
თითების თეატრი - სპექტაკლები „ექსტრავაგანსა“ და „თამაში მაგიდასთან“ - რუსთავი, წალკა, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო
მოძრაობის თეატრი - აჭარა (ხულო, ხელვაჩაური, ჩოხატაური)
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ (რეჟ. არმენ ბაიანდურიანი) - ბოლნისი, რუსთავი, სენაკი, სიღნაღი.
თანამედროვე ქართული თეატრი - სპექტაკლი „მარტოკინა“ (რეჟ. ეკატერინე შარიქაძე) - სენაკი, ფოთი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლი „ზვავი“ (რეჟ. რუსუდან ბოლქვაძე). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია გორში, ზესტაფონსა და მესტიაში.
„არტ ეარი“ - სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი“ (რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი) - ქუთაისი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლი „ავი მუსაიფი“. სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ოზურგეთსა და თელავში.
„თეატრი ათონელზე“ - სპექტაკლი „მზის ხაზი“ (რეჟ. გეგა გაგნიძე) - ონი
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლი „საქართველო“ (რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ანაკლიაში, განმუხურში, ჩხორიაში, მესტიაში, ჭუბერსა და ბეჩოში.
თეატრი „ანარეკლი“ - სპექტაკლი „ჰაროლდი და მოდი“ (რეჟ. გიგი ლორია) - ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი.
ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“ - სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“ და ფილმი „იაკობ გოგებაშვილი“. სპექტაკლისა და ფილმის ჩვენება დაგეგმილია საგარეჯოს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ექვს სოფელში.
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრი - სპექტაკლი „პარტახი“ (რეჟ. ს. მრევლიშვილი). სპექტაკლის ჩვენება დაგეგმილია ნოქალაქევში, მესტიასა და ჭუბერში.