თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა, რომელთაგან ოთხი უმაღლესი სინჯის იყო.
2023 წლის ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა, შეჯიბრში 48 ქვეყნის 7000 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტსმენებისთვის ეს პირველობა იყო აგრეთვე პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა.
მესამე ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და ჩემპიონები გახდნენ: სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო), საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი, ლუკა შონია (კიკბოქსინგი).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ზაზა ნადირაძე (კანოე სპრინტი) და ლაშა გურული (კრივი).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გოგიტა არქანიამ (კარატე), ელენე ლოლაძემ (ტაილანდური კრივი) და ზურაბ ივანიაძემ (კიკბოქსინგი).