დასავლეთ საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შეზღუდვები 3 ივლისს ამოქმედდა და ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქალაქ ზესტაფონში 7 ივლისამდე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 195-196 კმ მონაკვეთზე დაგეგმილი პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური რემონტის გამო, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, შეზღუდვები ძალაში 3 ივლისს შევიდა და ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე იმოქმედებს.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სარემონტო სამუშაოებს საქართველოში მანგანუმის მადნის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Georgian Manganese Holding განახორციელებს. კომპანია ფლობს 11 მაღაროს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანია ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო და გადამამუშავებელ ქარხანას (ChGOK), ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს და ფერომედის კლინიკას.
„ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგი“ არის უმაღლესი ხარისხის ფეროშენადნობების მწარმოებელი და ექსპორტიორი. პროდუქცია მიეწოდება რუსეთის ფედერაციას, აშშ-ს, ევროპასა და სამხრეთ ამერიკას.