ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ ხანდაზმულ კაცს ეძებენ

სადგურ მარელისში მეწყერი უხვი ნალექისა და უამინდობის გამო ჩამოწვა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 77 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელიც მეწყერმა მოიყოლა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
დაკარგულის ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცი საღამოს საათებში პირუტყვს ეძებდა, რა დროსაც მთა ჩამოიშალა და მეწყერმა მოიყოლა. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კინოლოგები და ტექნიკაა ჩართული.
უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელ მარელისში მთა ჩამოიშალა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.
წყარო - „ტვ პირველი“