მაღალი ტემპერატურა, წვიმა და სეტყვა: როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოში 2 ივლისს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-დან 5 ივლისის ჩათვლით მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.