საეკლესიო კალენდარი: 1 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივლისს ღირსისა მიქაელ ულუმბოელის, ასევე მოწამეთა: ლეონტის, იპატიოსისა და თეოდულეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მიქაელ ულუმბოელი
მიქაელ ულუმბოელი იყო ერთ-ერთი 13 ასურელ მამათაგანი, რომლების საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში მოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვირდეს. წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იყო მისი პირველი წინამძღვარი. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.
წმიდა მოწამენი: ლეონტი, იპატი და თეოდულე
ლეონტი, იპატიოსი და თეოდულე (I) რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. მეფის ერთგულმა მოხელემ წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. მას ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: „შემეწიე, ლეონტის ღმერთო“. იპატი გამოფხიზლდა.
სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა.
სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი - ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.
ტრიპოლში შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეხვდა, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. როცა შეიტყვეს, რომ დამხვდური წმიდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს.
როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის ლეონტი,იპატი და თეოდულე. მმართველის ბრძანებით ისინი წამებით დახოცეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით