უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი სამშობლოში ჩამასვენეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ორი ქართველის დაღუპვის შესახებ მედიაში 25 ივნისს გავრცელდა. ტელეკომპანიის ცნობით, ოდიშვილი ბახმუტთან ჭურვის ნამსხვრევებს ემსხვერპლა. მალხაზ კვიჟინაძემ კი ლისიჩანსკთან დაიღუპა.
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ჯონი ოდიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან იყო, ის ასევე მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 47 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.