სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

კონფერენცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნა, სადაც კონფლიქტების დარეგულირებაში ქალთა როლზე მსჯელობენ.
კონფერენცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები მონაწილეობენ.
„ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განმუხტოს და გააუმჯობესოს გლობალური სიტუაცია. თავისთავად ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ომი“, - განაცხადა გახსნაზე ზურაბიშვილმა.
კონფერენციაზე ქალებმა განიხილეს მშვიდობის მნიშვნელობა და ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მათ იმისთვის, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ გლობალური სიტუაცია.
კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მედიის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.