ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე დღის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-60-ე კმ მონაკვეთზე 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.