თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 50 წლის მამაკაცია დაკავებული, იუწყება „რუსთავი 2".
დედამ არასრულწლოვანი ქალიშვილი მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში მიიყვანა, სადაც გაარკვიეს, რომ ის ოთხი თვის ორსული იყო. ამის შემდეგ დედამ პოლიციას არ მიმართა და ამის ნაცვლად შვილი ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ექიმებმა აცნობეს.
დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან. დედამ და მოზარდმა პოლიციაში ჩვენება უკვე მისცეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.