საბედისწერო მოგზაურობა „ტიტანიკის“ ნამსხვრევებთან - ფოტო

წყალქვეშა აპარატი „ტიტანის“ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა.
Sputnik
აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა „ტიტანიკის“ კატასტროფის ადგილზე გამგზავრებული ბატისკაფ „ტიტანის“ ეკიპაჟი დაღუპულად ცნო.
„ტიტანის“ ოპერატორ კომპანია OceanGate Expeditions-ში ასევე განაცხადეს, რომ ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაღუპულად მიიჩნევა.
„ტიტანის“ ბორტზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი: კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში, ღრმაწყლოვანი კვლევების ფრანგი ვეტერანი პილოტი ანრი ნარჟეოლე, ბრიტანელი მილიარდერი და კოსმოსური ტურისტი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი.
ამ მომენტისათვის აღმოჩენილია ბატისკაფის ხუთი ნაწილი.
1 / 15

აშშ-ის სანაპირო ზოლის დაცვამ ატლანტის ოკეანიდან ბატისკაფ „ტიტანის“ ნამსხვრევები ამოიღო

2 / 15

ნამსხვრევები ხომალდ Horizon Arctic-ის საშუალებით სენტ-ჯონსის პორტში გადაიტანეს

3 / 15

„ტიტანიკის“ ექსპერტი პოლ-ჰენრი ნარგოლე კატასტროფის დროს ბატისკაფის ბორტზე იმყოფებოდა

4 / 15

ბატისკაფი „ტიტანი“ მიემართებოდა ლაინერ „ტიტანიკის“ ნამსხვრევებისკენ, ის 18 ივნისს გაუჩინარდა

5 / 15

ისიდორ და იდა შტრაუსები, „ტიტანიკის“ პირველი კლასის დაღუპული მგზავრები. მათი შთამომავალი ვენდი რაში კომპანია OceanGate-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორია

6 / 15

OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში

7 / 15

ზღვის თავგადასავლების მოყვარულმა სტოკტონ რაშმა OceanGate 2009 წელს დააარსა

8 / 15

პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი. ისინიც ბატისკაფის ბორტზე იმყოფებოდნენ

9 / 15

სავარაუდოდ, კორპუსმა სიღრმეში წყლის წნევას ვერ გაუძლო

10 / 15

ბრიტანელი მილიარდერი და კოსმოსური ტურისტი ჰემიშ ჰარდინგი საბედისწერო ექსპედიციის წინ

11 / 15

OceanGate-ს დამფუძნებელი სტოკტონ რაში და პილოტი რენდი ჰოლტი წყალქვეშა აპარატზე

12 / 15

OceanGate-ის ბატისკაფის გუნდი „ტიტანიკისკენ“ ჩაყვინთვის გადაღების დროს

13 / 15

სანაპირო დაცვის თვითმფრინავი HC-130 Hercules მკვლევართა ხომალდის თავზე „ტიტანის“ სამძებრო ოპერაციის მსვლელობისას

14 / 15

ჰემიშ ჰარდინგი „ტიტანიკის“ მიმართულებით მეხუთე ექსპედიციის დროშაზე ხელის მოწერის დროს

15 / 15

OceanGate-ის ექსპედიციის დროს გადაღებული „ტიტანიკის“ ნამსხვრევები