თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მდინარე ლიახვში სოფელ თედოწმინდის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საბანაოდ წყალში ჩასული 22 წლის მამაკაცი ძლიერმა დინებამ წაიღო, მან წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.