თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და ახლა 78-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები 1312,8 ქულით ბულგარეთსა (1315,48) და ჩინეთს (1304,78) შორის მოხვდა.
აპრილში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ორი მატჩი ჩაატარა – მონღოლეთთან, რომელშიც 2:1 მოიგო და შოტლანდიასთან, რომელშიც ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები რეიტინგში 128-ე ადგილზეა, ის ერთი პოზიციით დაწინაურდა. გოგონები ზიმბაბვესა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის მოხვდნენ.
მამაკაცებს შორის ფიფას რეიტინგში ლიდერები არიან არგენტინის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გუნდები, ქალთა შორის – აშშ, გერმანია და შვედეთი.