Zaha Hadid Architects-ის ბრიტანელი არქიტექტორები საქართველოთი დაინტერესდნენ

ქართულ ფონდთან შეხვედრა Zaha Hadid Architects-ის ინიციატივით გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა, ნათქვამია ქართული უწყების განცხადებაში.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ბრიტანული არქიტექტურული და დიზაინერული საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს, ამავე კომპანიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects საქართველოში
შეხვედრაზე, რომელიც Zaha Hadid Architects-ის ინიციატივით გაიმართა, ფონდის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ რეალიზებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects საქართველოში
კომპანია Zaha Hadid Architects 1980 წელს დაარსდა. მის მიერ დაპროექტებული არაერთი ღირსშესანიშნავი შენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აშენებული. მათ შორის არის ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალური ცენტრი ბონში, ტოკიოს და კატარის საფეხბურთო სტადიონები, დუბაიში ცათამბჯენების კომპლექსი Signature Towers და სხვა მრავალი.