თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია ლიდერია ამ მიმართულებით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტებთან მიახლოებისთვის გადადგა.
მისი თქმით, ეკონომიკის გაციფრულება საგადასახადო ადმინისტრაციებისგან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ეფექტურობის ამაღლებას მოითხოვს, რათა რისკებთან გამკლავების შესაძლებლობა არსებობდეს.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
„საქართველოს არასდროს შეუწყვეტია საგადასახადო სისტემის რეფორმირება. 2012-2024 წლებზე გათვლილი სამთავრობო სტრატეგია გადამხდელთა მომსახურების გამარტივებისთვის ითვალისწინებს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, მთავრობა გაციფრულებას მოიაზრებს როგორც არა მხოლოდ ახალი სერვისების შეთავაზებისა და კანონთან გადამხდელის შესაბამისობის გამარტივების მექანიზმს, არამედ როგორც გადასახადების თავიდან აცილების პრევენციის საჭირო ინსტრუმენტს, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და კონკურენტულ ბიზნეს-გარემოს.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
მან აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამის დასტურად მან გაიხსენა, რომ 2016 წელს საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა „ინკლუზიურ პლატფორმას" ასოცირებული წევრის სტატუსით და თავის თავზე აიღო დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვა.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
„ამასთან, საქართველო არჩეულ იქნა „ინკლუზიური პლატფორმის" მმართველი ჯგუფის წევრად და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების პროცესში”, – განაცხადა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
მან პარტნიორ საგადასახადო ადმინისტრაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება.
ლაშა ხუციშვილი საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეაზე
© Ministry of Finance of Georgia
ასამბლეის თემები წელს:
კანონმდებლობის დაცვის გამარტივება გადამხდელებისთვის, მომსახურების გაციფრულება;
საგადასახადო სისტემებისა და ადმინისტრირების გარდაქმნა;
გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მექანიზმები;
სამართლიანი და კონკურენტული გარემო გადამხდელებისთვის;
ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და ფინანსური ინფორმაციების ავტომატური გაცვლის დაწყება;
კრიპტოვალუტის მონიტორინგი;
დღგ ციფრულ სამყაროში და მრავალი სხვა.