თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შვილმა დედა ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც შვილმა დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მუცლის არეში.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკის პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი, ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია.