თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. დაკეტილი იყო ყველა სადგური.
კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემა გახდა.