თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოში 30 ივნისამდე თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.
ამ დღეებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.
თბილისში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.