თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. კახეთში 18 წლის გოგონა მდინარეში დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, გოგონა თანასოფლელებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდა, მაგრამ მან წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
გოგონას ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.